Assistenza Legale in Italia per i Cittadini Georgiani​

იურიდიული დახმარება იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

იურიდიული კომპანია საქართველოს მოქალაქეების სამსახურში

Studio Legale MASCHERPA საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ იტალიაში, სთავაზობს სრულ იურიდიულ დახმარებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენთან კომუნიკაციას ქართულ ენაზე, სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლის მეშვეობით.

ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად რთულია ადმინისტრაციული პროცედურების, სასამართლო საქმეებისა და იტალიის სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის წარმართვა, როდესაც არსებობს ენობრივი ბარიერი. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ქართულენოვან წარმომადგენელს, რომელიც დაგეხმარებათ პირველი კონტაქტიდანვე.

კონტაქტი ქართულ ენაზე

  • სპეციალური ნომერი იტალიიდან (ასევე WhatsApp): 📞 +39 350 8952437

     

  • ქართულენოვანი თანამშრომელი გაგიწევთ პირველადი კონსულტაციას და დაგაკავშირებთ ჩვენი იურისტების გუნდთან.

ჩვენი მომსახურება

ჩვენ ვუწევთ იურიდიულ დახმარებას საქართველოს მოქალაქეებს მთელი იტალიის მასშტაბით სამართლის ყველა ძირითად სფეროში.

იმიგრაცია

  • ბინადრობის ნებართვა (Permesso di Soggiorno);

  • ბინადრობის ნებართვის განახლება და შეცვლა;

  • სამუშაო მიზნით ბინადრობის ნებართვა;

  • ოჯახური მიზეზით ბინადრობის ნებართვა;

  • ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა;

  • ოჯახის გაერთიანება;

  • ბინადრობის ნებართვის უარყოფის გასაჩივრება;

  • გაძევების (დეპორტაციის) გადაწყვეტილების გასაჩივრება;

  • დახმარება პრეფექტურაში, პოლიციის საიმიგრაციო განყოფილებასა (Questura) და იმიგრაციის ერთიან სამსახურში;

  • იტალიის მოქალაქეობის მიღების პროცედურები.

თავშესაფარი და საერთაშორისო დაცვა

ჩვენ ვეხმარებით თავშესაფრის მაძიებლებს პროცედურის ყველა ეტაპზე:

  • საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა;

  • პოლიტიკური თავშესაფარი;

  • დამატებითი (სუბსიდიური) დაცვა;

  • სპეციალური დაცვა;

  • ტერიტორიული კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება;

  • სასამართლოში უფლებების დაცვა.

შრომითი სამართალი

ვუწევთ დახმარებას როგორც დასაქმებულებს, ასევე დამსაქმებლებს:

  • უცხოელი მოქალაქეების დასაქმება;

  • სამუშაო ნებართვის (Nulla Osta) მიღების პროცედურები;

  • სამუშაო მიზნით ბინადრობის ნებართვის შეცვლა;

  • შრომითი დავები;

  • სამსახურიდან გათავისუფლება;

  • ხელფასისა და TFR-ის (სამუშაო ურთიერთობის დასრულების კომპენსაცია) მოთხოვნა;

  • დასაქმებულთა უფლებების დაცვა.

სისხლის სამართალი

ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ იურიდიულ დაცვას სისხლის სამართლის ყველა კატეგორიის საქმეზე, როგორც ბრალდებულებისთვის, ასევე დაზარალებულებისთვის. მათ შორის:

  • სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვა;

  • დაზარალებულის წარმომადგენლობა სამოქალაქო მხარედ;

  • პირის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები;

  • ქონებრივი დანაშაულები;

  • ოჯახში ძალადობა;

  • არასათანადო მოპყრობა;

  • სხეულის დაზიანება;

  • თაღლითობა;

  • იმიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულები;

  • წარმომადგენლობა დაკითხვებსა და სასამართლო სხდომებზე.

სამოქალაქო სამართალი

ჩვენ ვუწევთ იურიდიულ დახმარებას საქართველოს მოქალაქეებს სამოქალაქო სამართლის ყველა მიმართულებით, მათ შორის:

  • დავალიანების ამოღება;

  • ხელშეკრულებები;

  • იჯარა და ქირავნობა;

  • სამოქალაქო პასუხისმგებლობა;

  • ზიანის ანაზღაურება;

  • მემკვიდრეობა;

  • განქორწინება და მეუღლეთა განცალკევება;

  • შვილების მეურვეობა;

  • არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა;

  • უძრავი და მოძრავი ქონების იძულებითი აღსრულება.

ოჯახური სამართალი

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მოქალაქეებს შემდეგ საკითხებში:

  • ქორწინება;

  • მეუღლეთა განცალკევება;

  • განქორწინება;

  • შვილების მეურვეობა;

  • ალიმენტი;

  • ოჯახის გაერთიანება;

  • უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარება იტალიაში.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი იურიდიული კომპანია?

  • მომსახურება ქართულ ენაზე;

  • გამოცდილ იურისტთა გუნდი იმიგრაციის, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში;

  • მომსახურება მთელი იტალიის ტერიტორიაზე;

  • სრული კონფიდენციალურობა.

დაგვიკავშირდით

თუ იტალიაში გჭირდებათ იურიდიული დახმარება, ჩვენი იურიდიული კომპანია მზად არის თქვენს დასახმარებლად.

  • სპეციალური ნომერი ქართულ ენაზე: 📞 +39 350 8952437

     

  • ან დაუკავშირდით პირდაპირ Studio Legale MASCHERPA-ს შეხვედრის დასანიშნად.

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, დაგეხმაროთ და დავიცვათ თქვენი უფლებები თქვენი საქმის ყველა ეტაპზე.